საჰირი - სათადარიგო გეგმა, ყოველი შემთხვევისთვის

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის გრანპრის ბედი კვლავაც გაურკვეველია, რბოლის ორგანიზატორები თამამად იტყობინებიან იმის შესახებ, რომ საჰირი მზად არის ეტაპის მისაღებად.

ადგილობრივ გაზეთში - The Gulf Daily News-ში ამაღლებული ტონით წერენ მზადების შესახებ და სიტყვა არ არის ნახსენები პროტესტებსა და მასობრივ მღელვარებაზე.

მაგალითად, გაზეთი დაწვრილებით ყვება იმის შესახებ, თუ რა მონდომებით მოჰყავთ წესრიგში ტრასის მშენებლებს პადოკ-კლუბი და VIP-ზონები. "გარდა ამისა, მზად არის ყველა ტრიბუნა", - წერს გაზეთი.

იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო პრესას ბაჰრეინში გამგზავრების ნაკლები სურვილი აქვს, ცოტათი უცნაურად მოსჩანს თამამი
ფრაზები იმის შესახებ, რომ ავტოდრომის პრესცენტრს საშუალება აქვს მიიღოს 500 ჟურნალისტი და 120 ფოტოგრაფი, ტელერადიოდეპარტამენტში კი შეიძლება განთავსდეს 260 კომპანიის კომენტატორი და გადამღები ჯგუფი.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამგვარი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია და ეჭვგარეშეა, რომ საჰირის ავტოდრომი მზად იქნება ეტაპის ჩასატარებლად, მაგრამ მზად არის თუ არა ფორმულა 1 ბაჰრეინში გასამგზავრებლად, ამას კვირის ბოლოს შევიტყობთ.

სხვათა შორის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების შემთხვევაში უკვე შეიმუშავეს B გეგმა.

საჯინიბოების ინჟინრებმა, მექანიკოსებმა და მომსახურე პერსონალმა უკვე მიიღეს შანხაიდან გასამგზავრებელი ორი ბილეთი: ერთი ბაჰრეინის და მეორე ევროპის მიმართულებით – ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რბოლა არ გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული