ამერიკაც იშლება?

AutoSharing Option
ავტორიტეტული ბრაზილიელი ჟურნალისტი ლივიო ორიჩიო ამტკიცებს, რომ 2012 წლის ჩემპიონატზე დაგეგმილი 20 ეტაპიდან მხოლოდ 18 გაიმართება.

ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების გარდა (როგორც ამას გუნდების წარმომადგენლები აცხადებენ), სავარაუდოდ, ჩაიშლება ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის გრანპრი, რომელსაც ქალაქმა ოსტინმა უნდა უმასპინძლოს.

"მშენებლობის ტემპები მნიშვნელოვნად ჩამორჩება გრაფიკს. გარდა ამისა, არსებობს კონფლიქტი ორგანიზატორებსა და ტექსასის შტატის მთავრობას შორის. ორივე მხარე ერთმანეთს ავალდებულებს ფორმულა 1-ის მენეჯმენტისთვის 18 მილიონი დოლარის გადახდას. ამიტომაც ჩემპიონატი, რომელიც თავიდან 20 ეტაპის გამართვას ითვალისწინებდა, მხოლოდ 18-ეტაპიანი იქნება", - ამტკიცებს ორიჩიო.

ამ მომენტისთვის ოსტინის ეტაპის
ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

* * *
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე გუნდი ეჭვს გამოთქვამს ბაჰრეინში გამგზავრების აუცილებლობაზე - მათი მოსაზრებით, ქვეყნის მთავრობას არ შეუძლია ეტაპის მონაწილეებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ფორმულა 1-ის ბოსმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, ქვეყნის მთავრობამ ან რბოლის ორგანიზატორებმა.

ამავდროულად, ექლსტოუნი, რომელიც გუნდების წარმომადგენლებს ესაუბრა, ამტკიცებს, რომ არავინ აიძულებს გუნდებს ეტაპში მონაწილეობას: "ვისაც არ სურს, შეუძლია უარი განაცხადოს ბაჰრეინში გამგზავრებაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული