"ჩინეთი" ლუის ჰემილტონის დაქვეითებით დაიწყო

AutoSharing Option
როგორც იცით, "მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა სეზონის პირველი ორი რბოლა პოულიდან დაიწყო, მაგრამ ჩინეთის გრანპრიზე, რომელიც კვირას გაიმართება, ბრიტანელი სასტარტო ბილიკზე ხუთი ადგილით დაიხევს უკან იმ შედეგთან მიმართებაში, რომელსაც ის კვალიფიკაციის დროს დააფიქსირებს.

"ჩვენ პრობლემები შეგვექმნა გადაცემათა კოლოფის გამო და შაბათს მისი შეცვლა მოგვიწევს. ამიტომაც მე დავკარგავ ხუთ ადგილს ჩინეთის გრანპრის სტარტზე. იმედია, სწრაფები ვიქნებით და წინ გასვლას მოვახერხებთ.

მიუხედავად ამისა, გუნდს შეუძლია კარგი უქმეების ჩატარება. შარშან აქ მესამე ადგილიდან ავიღე სტარტი და მაინც მოვახერხე გამარჯვება. ბოლო გრანპრიზე კი მოიგო
პილოტმა (ფერნანდო ალონსო), რომელიც შორს იყო პირველი ადგილიდან. ასე რომ, დაკარგული არაფერია", - განაცხადა ალონსომ.

ჩინეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - შანხაი, ჩინეთი
წრის სიგრძე - 5 451 მ
საუკეთესო წრე - 1:32,238 (შუმახერი, 2004)

საერთო ჩათვლა

1. ალონსო (ფერარი) - 35 ქულა
2. ჰემილტონი (მაკლარენი) - 30
3. ბატონი (მაკლარენი) - 25
4. უებერი (რედ ბული) - 24
5. პერესი (ზაუბერი) - 22
6. ფეტელი (რედ ბული) - 18
7. რაიკონენი (ლოტუსი) - 16
8. სენა (უილიამსი) - 8

განრიგი
13 აპრილი, 06:00 - I პრაქტიკა
13 აპრილი, 10:00 - II პრაქტიკა
14 აპრილი, 07:00 - III პრაქტიკა
14 აპრილი, 10:00 - კვალიფიკაცია
15 აპრილი, 11:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული