მარტში ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Infiniti-მ გლობალური სარეკლამო კამპანია დაგეგმა და რამდენიმე ვიდეორგოლიც გადაიღო.
11 აპრილს Red Bull Racing-ის მრბოლელმა შანხაიში ერთ-ერთი სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მთავარი თემა აღმოსავლეთის საბრძოლო ხელოვნებები იყო.
ფეტელთან ერთად გადაღებაში მონაწილეობა ჩინელმა მოდელმა და მსახიობმა სელინა ჯეიდმა მიიღო, რომელმაც სებასტიანს კუნგ-ფუს რამდენიმე ილეთი ასწავლა, ხოლო მრბოლელმა ლამაზმანი შანხაის ტრასაზე გაასეირნა.