ოფიციალურად: ბაჰრეინი იქნება

AutoSharing Option
13 აპრილს დილით, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის - ბაჰრეინის გრანპრის ჩატარება. როგორც დაგეგმილი იყო, ეს უქმეები დათქმულ ვადებში - 20-22 აპრილს გაიმართება.

როგორც იცით, ბაჰრეინში ეტაპის ჩატარება ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო. 2011 წელს რბოლა გაუქმდა, მაგრამ ამჯერად, ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაადგინეს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია საფრთხეს არ უქმნის გუნდების წევრებსა და გულშემატკივრებს, ამიტომაც ეტაპი არ გაუქმდება.

"ყველა ბედნიერია. არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ეს პრობლემა მასმედიამ შექმნა.
მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება სინამდვილეში", - განაცხადა ფორმულა 1-ის შეფმა ბერნი ექლსტოუნმა.

"ბაჰრეინის გრანპრის აუცილებლად ჩატარდება. ყველა გუნდი მოხარული იქნება იქ დაბრუნებით.

იქაურ სპორტულ ხელისუფლებას მუდმივად საქმის კურსში ვყავართ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ - ბაჰრეინში ახლა სრული სიმშვიდეა", - დაამატა ექლსტოუნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული