სებასტიან ფეტელი: დამაჯერებლობა აღარ გვაქვს

AutoSharing Option
ისევე, როგორც მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატში, ამჯერადაც ოთხი ეტაპის შემდეგ სებასტიან ფეტელი ლიდერობს პირად ჩათვლაში, "რედ ბული" კი კონსტრუქტორთა თასზეა პირველი.

თუმცა წელს სიტუაცია განსხვავებულია. აღარ არსებობს ძველი დომინირება და BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფეტელმა განაცხადა, რომ დღეს ავსტრიული საჯინიბო ვერ გრძნობს შარშანდელ დამაჯერებლობას...

"გვინდოდა სეზონი საუკეთესო ფორმაში დაგვეწყო. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია და უკვე აღარ გვაქვს ძველი დამაჯერებლობა.

ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ სიტუაციით, მაგრამ ჩვენს მანქანას დიდი პოტენციალი გააჩნია და მცირე ტექნიკურ ცვლილებებსაც შეუძლია სერიოზულად იმოქმედოს კვალიფიკაციასა და რბოლაში
ჩვენს შედეგებზე.

დროა საჭირო სხვადასხვა ვარიანტის გამოსაცდელად, მოსაძებნია ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები. მუჯელოში დაგეგმილ ტესტებზე ბევრ ტექნიკურ სიახლეს შევამოწმებთ და იმედია, ეს მოგვცემს პროგრესის საშუალებას ესპანეთის გრანპრიზე", - განაცხადა გერმანელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული