ბერნი ექლსტოუნი მიდის

AutoSharing Option
ფორმულა 1-ზე მწერალ ჟურნალისტებს შორის გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ ამა წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე "დიდი ცირკის" მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი შეიძლება პიტერ ბრაბეკ-ლეტმანტმა შეცვალოს.

ეს უკანასკნელი გახლავთ კომპანია Delta Topco Limited-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ფაქტობრივად, სწორედ ეს კომპანიაა ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის აქციათა მფლობელი.

ბრაბეკი მსოფლიოს ბაზარზე ცნობილი ფიგურაა. ის გახლავთ კომპანია Nestle-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; აგრეთვე, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უკავია კომპანიებში - Credit Suisse Group-სა და L’Oreal-ში.

თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამ გადაადგილებებს ფორმალური ხასიათი ექნება და უბრალოდ, პოტენციურ
აქციონერებს მეტ დამაჯერებლობას შესძენს, რადგან ექლსტოუნი უკვე 81 წლისაა. ფაქტობრივად კი, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელად ბერნი დარჩება.

ბერნი და მერსედესი წაეკიდნენ
ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ექლსტოუნსა და "მერსედესს" შორის უთანხმოებამ შესაძლოა, "დიდი ცირკის" დატოვება აიძულოს გერმანულ საჯინიბოს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ექლსტოუნმა დაადასტურა, რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს "მერსედესის" ხელმძღვანელობასთან თანხმობის ახალი ხელშეკრულების გამო.

მაგრამ ბრიტანელი იმასაც ამბობს, რომ გერმანული ავტოგიგანტი, რომელიც სხვა გუნდებისთვის ძრავების მიმწოდებელიცაა, ძალიან მნიშვნელოვანია ფორმულა 1-ისთვის.

აღსანიშნავია, რომ "მერსედესს" არ აწყობს ბონუსის ოდენობა, რომელსაც ექლსტოუნი სთავაზობს. გერმანული გუნდი ირწმუნება, რომ "ტირელის" დროიდან მოყოლებული, 80 გამარჯვება მოიპოვა, ექლსტოუნს კი გერმანელების ამგვარი პოზიცია არაკორექტულად მიაჩნია.

"მე ველაპარაკე ამის შესახებ "მერსედესის" ხელმძღვანელს, როს ბრაუნს და, როგორც ჩანს, მას სჯერა, რომ მისმა გუნდმა მართლაც მოიპოვა რამდენიმე ტიტული და მოიგო 80 რბოლა. ისე კი, ბრაუნს არასოდეს ჰქონია ჩემთან თბილი ურთიერთობა", - ამბობს ექლსტოუნი Auto Motor und Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული