ფორმულა 1-ის კეთილი აქცია

AutoSharing Option
გასული წლის 27 ოქტომბერს, ინდური სარბოლო უქმეების წინ, Buddh-ის ახალ ავტოდრომზე უცნაური გამოფენა გაიმართა, რომელსაც "უცნობი მხატვრები" ერქვა.

მასზე გამოფენილი იყო 180 ნახატი, რომელიც უნარშეზღუდულმა ბაშვებმა შექმნეს. ფორმულა 1-ის ყველა პილოტს შესთავაზეს საკუთარი ავტოგრაფების დატოვება იმ ნახატებზე, რომლებიც მათ ყველაზე მეტად მოეწონათ. და ახლა, გამოფენიდან შვიდი თვის შემდეგ, ეს სურათები სპეციალურ ონლაინ-აუქციონზე გამოიტანეს.

აუქციონი 10 მაისამდე გაგრძელდება. ნახატების სასტარტო ფასი 230-იდან 400 ევრომდეა. ფასი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ავტოგრაფი ამშვენებს ამა თუ იმ ნახატს. ამ აქციიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ინდურ არასამთავრობო
ორგანიზაციებში, რომლებიც საბავშვო დაავადებების წინააღმდეგ იბრძვიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული