მაგრამ ბრიტანული ტაბლოიდის - The Daily Mail-ის ინფორმაციის თანახმად, ბერნიმ, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა.
გაზეთი წერს, რომ ექლსტოუნმა ხელი სთხოვა თავის ბრაზილიელ მეგობარს ფაბიან ფლოზის, რომელიც ბერნიზე 46 წლით უმცროსია.
წელს ექლსტოუნი 82 წლის გახდება, მაგრამ ასაკის მიუხედავად, ისევ სურს ოჯახის შექმნა.
“ჩვენ ოფიციალურად ვ
ორი წელია ერთად ვართ და ჩვენი კავშირი შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ფაბიანას იუმორის კარგი გრძნობა აქვს: იმ ქალისთვის, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, ეს თვისება აუცილებელია.
მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შინ პრობლემას არ ვქმნი: ვფიქრობ, მას საქმროში გაუმართლა”.
ლონდონში გამართულ რამდენიმე საღამოზე ბერნიმ უკვე წარადგინა ფაბიანა, როგორც თავის საცოლე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"