ნიკო როსბერგი: სამუდამოდ "მერსედესში"?

AutoSharing Option
გერმანელი პილოტი ნიკო როსბერგი არ გამორიცხავს, რომ ფორმულა 1-ში მთელ კარიერას "მერსედესის" რიგებში გაატარებს.

"კარიერის ბოლომდე "მერსედესში" გამოსვლა? რატომაც არა?! - ამბობს როსბერგი "ბილდთან" კომენტარში. - ამ გუნდთან ერთად ჩემპიონობის კარგი შანსი მაქვს და მე მადლობელი ვარ იმ პროგრესისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.

ჩემი მთავარი მიზანი - ტიტულის მოგებაა. "მერსედესის" ბოლიდით მომავალ გამარჯვებებზე ფიქრი ჩემთვის უფრო მომხიბვლელია, ვიდრე "ფერარის" საჭესთან სავარაუდო ტრიუმფი.

რაც შეეხება ჩემს მომავალ თანაგუნდელს, ამ საკითხში ჭირვეული არ ვარ: არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი პილოტი.
პრობლემას ვერ ვხედავ, თუ სებასტიან ფეტელი გადმოვა ჩვენთან ან ვინმე სხვა".

მაგრამ როსბერგმა იქვე დაამატა, რომ მზად არის მიხაელ შუმახერთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად: "კარგი იქნება, თუ შუმი გუნდში დარჩება. დღეს მიხაელი ძალიან მაღალ დონეზე გამოდის და სავსებით ვუშვებ იმ აზრს, რომ ის გააგრძელებს "მერსედესთან" კონტრაქტს".

როსბერგის სიტყვების კომენტირებისას "მერსედესის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა: "ჯერ ადრეა ამ საკითხის განხილვა. ვფიქრობ, მიხაელი არ აპირებს სხვა გუნდში გადასვლას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული