ის ბრიტანული საჯინიბოს სპონსორის - "ვოდაფონის" სარეკლამო აქციის ეგიდით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვია და იქ "მაკლარენის" ბოლიდით საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო.
ამისთვის ქალაქის ქუჩებში მოაწყვეს სპეციალური ტრასა, რომლის სიგრძე კილომეტრი და 600 მეტრი იყო. ის უნგრეთის პარლამენტის შენობის წინ გადიოდა.
სპორტული შედეგების მხრივ, უნგრეთი ბატონისთვის ფეხბედნიერი ქვეყანაა. თავისი 13 მოგებული გრანპრიდან პირველი 2006 წელს სწორედ "ჰუნგარორინგზე" დაისაკუთრა, შარშან კი თავის საიუბილეო მე-200
წლევანდელი სეზონი ბატონისთვის არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს. ავსტრალიის გრანპრის მოგების შემდეგ ბრიტანელმა ორჯერ ვერ შეძლო ქულათა ზონაში შესვლა.
მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი 13 მაისს ესპანეთში გაიმართება, უნგრეთის გრანპრი კი წელს 29 ივლისს არის დანიშნული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"