ლონდონის "ჩელსი" და "ზაუბერი" დაძმობილდნენ

AutoSharing Option
ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა "ჩელსიმ" და შვეიცარიულმა საჯინიბო "ზაუბერმა" სასპონსორო კონტრაქტი გააფორმეს.

ეს გარიგება ფორმულა 1-ის გუნდსა და საფეხბურთო კლუბს შორის თანამშრომლობის პირველი მაგალითია, - წერია "ზაუბერის" ოფიციალურ ვებგვერდზე.

ხელშეკრულების თანახმად, გუნდები ერთმანეთის სუვენირებს გაუწევენ რეალიზაციას და სპორტულ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, "ჩელსის" ლოგო განთავსებული იქნება "ზაუბერის" ბოლიდებზე. როგორც "ჩელსიში" აღნიშნავენ, "ზაუბერთან" თანამშრომლობა ლონდონურ გრანდს საკუთარი თავის რეკლამის საშუალებას მისცემს ფორმულა 1-ის აუდიტორიის წინაშე, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგის ტელეაუდიტორია.

საფეხბურთო კლუბს განსაკუთრებით აინტერესებს აზიისა და ლათინური ამერიკის ბაზარი,
სადაც ფორმულა 1 სულ უფრო პოპულარული ხდება. თავის მხრივ, "ზაუბერის" ლოგო გამოსახული იქნება "ჩელსის" სტადიონის - "სტემფორდ ბრიჯის" ბილბორდებზე.

"ზაუბერის" აღმასრულებელმა დირექტორმა მონიშა კალტენბორნმა განაცხადა, რომ პერიოდულად გუნდებს ექმნებათ სპორტული და კომერციული პრობლემები და ასეთი თანამშრომლობა საშუალებას მისცემს მათ, გაძლიერდნენ ორივე სფეროში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული