ეს გარიგება ფორმულა 1-ის გუნდსა და საფეხბურთო კლუბს შორის თანამშრომლობის პირველი მაგალითია, - წერია "ზაუბერის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
ხელშეკრულების თანახმად, გუნდები ერთმანეთის სუვენირებს გაუწევენ რეალიზაციას და სპორტულ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, "ჩელსის" ლოგო განთავსებული იქნება "ზაუბერის" ბოლიდებზე. როგორც "ჩელსიში" აღნიშნავენ, "ზაუბერთან" თანამშრომლობა ლონდონურ გრანდს საკუთარი თავის რეკლამის საშუალებას მისცემს ფორმულა 1-ის აუდიტორიის წინაშე, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგის ტელეაუდიტორია.
საფეხბურთო კლუბს განსაკუთრებით აინტერესებს აზიისა და ლათინური ამერიკის ბაზარი,
"ზაუბერის" აღმასრულებელმა დირექტორმა მონიშა კალტენბორნმა განაცხადა, რომ პერიოდულად გუნდებს ექმნებათ სპორტული და კომერციული პრობლემები და ასეთი თანამშრომლობა საშუალებას მისცემს მათ, გაძლიერდნენ ორივე სფეროში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"