კიდევ ერთი ფილმი აირტონ სენაზე

AutoSharing Option
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, აირტონ სენას შესახებ გამოსული დოკუმენტური ფილმის შემდეგ, რომელიც შარშანწინ გადაიღეს, ეკრანებზე შეიძლება ვიხილოთ მხატვრული ფილმი ლეგენდარული ბრაზილიელის შესახებ.

მასში მთავარი როლის თამაშის იმედი აქვს ბრაზილიელ მსახიობ როდრიგო სანტოროს, რომელიც ცნობილია ფილმ "300 სპარტანელში" მონაწილეობით.

როგორც 36 წლის მსახიობი ამბობს, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. შექმნილია ტექნიკური ჯგუფი, მაგრამ მუშაობის გაგრძელება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პროექტს სრულ მხარდაჭერას აღუთქვამს აირტონ სენას ოჯახი.

"ის კერპია, თუმცა ეს სიტყვა საკმარისი არ არის მის მიმართ მთელი ბრაზილიის დამოკიდებულების გამოსახატავად.
აირტონი - ერის ნამდვილი გმირია, - ამბობს სანტორო. - ეს ძალიან დელიკატური საკითხია.

მაქსიმალურად მოზომილი მიდგომა უნდა გამოვიყენო. თუ ჩვენ ოჯახის თანხმობას მივიღებთ, წინ მაქსიმალური სიფრთხილითა და ოჯახისადმი პატივისცემის გრძნობით ვივლით. ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესში ვართ, მაგრამ საქმე წინ მიიწევს".

მსახიობის აღიარებით, მისთვის აირტონის როლის შესრულება უდიდესი პატივი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული