ვინ არის ფავორიტი?

AutoSharing Option
სეზონის ავსტრალო-აზიური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფორმულა 1 ევროპაში გადაბარგდა.

ტრადიციულად, სეზონის ამ ნაწილს ბარსელონაში ესპანეთის გრანპრი გახსნის. გუნდები და პილოტები შესანიშნავად იცნობენ კატალონურ ტრასას - ზამთარში სწორედ აქ გადიან ტესტებს. ამიტომაც, ექსპერტების აღიარებით, ეს ფაქტი მაქსიმალურად ობიექტურად შეგვაფასებინებს გუნდების მზადყოფნის დონეს.

რაც არ უნდა იყოს, წინა ოთხ ეტაპზე საჯინიბოები ფორს-მაჟორში მოქმედებდნენ და უპასუხოდ დარჩა კითხვა - ვინ არის ამ სეზონის ფავორიტი?

საინტერესოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ესპანეთში ხუთი სხვადასხვა პილოტი იმ
არჯვებდა. ამას ემატება ისიც, რომ წელს არც ერთი მრბოლელი არ ასულა ორჯერ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე.

რბოლისწინა კომენტარებში პილოტები და გუნდების წარმომადგენელები ერთხმად აცხადებენ, რომ კარგად ნაცნობი ტრასის მიუხედავად, მთელი დისტანციის უშეცდომოდ გავლა მაინც ძალიან რთულია.

ბოლიდის ბალანსირებაში ნებისმიერი შეცდომა აუცილებლად იჩენს თავს რბოლის დროს, ხოლო მანქანისთვის სარბოლო მახასიათებლების მონახვა ძალიან რთულია, რადგან ტრასის კონფიგურაცია შეიცავს ნელ, საშუალო და მაღალსიჩქარიან მოსახვევებს. ადგილების განაწილებაში, შესაძლოა, გარკვეული როლი ითამაშოს ქარმა, რომელიც აქ ხშირად იცვლის მიმართულებას.

ამინდის პროგნოზი გაურკვეველია. კვალიფიკაციის დროს სინოპტიკოსები ავდარს არ ელიან, კვირას კი სავსებით მოსალოდნელია წვიმა.

11 მაისს ორი თავისუფალი პრაქტიკა გაიმართა. პირველი ფერნანდო ალონსომ (“ფერარი”) მოიგო, მეორე - ჯენსონ ბატონმა (“მაკლარენი”). მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი (“რედ ბული”) ორივეჯერ მეორე ადგილზე გავიდა.

ესპანეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - კატალუნია, ესპანეთი
წრის სიგრძე - 4 655 მ
საუკეთესო წრე - 1:21,670 (რაიკონენი, 2008)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 53 ქულა
2. ჰემილტონი (მაკლარენი) - 49
3. უებერი (რედ ბული) - 48
4. ბატონი (მაკლარენი) - 43
5. ალონსო (ფერარი) - 43
6. როსბერგი (მერსედესი) - 35
7. რაიკონენი (ლოტუსი) - 34
8. გროსჟანი (ლოტუსი) - 23

განრიგი
12 ოქტომბერი, 13:00 - III პრაქტიკა
12 ოქტომბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
13 ოქტომბერი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული