თუმცა მთელმა ვენესუელამ უკვე კვირას დაიწყო ფორმულა 1-ში პასტორის პირველი გამარჯვების აღნიშვნა. რბოლის ფინიშის შემდეგ, კარაკასის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ პლაკატებით: "მალდონადო - ვენესუელას სიამაყე".
ესპანეთში პასტორ მალდონადოს ტრიუმფმა გააერთიანა ქვეყანა, რომელიც აგერ უკვე 13 წელია უგო ჩავესის მომხრეებსა და მოქმედი რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შორის
ქვეყნის პრეზიდენტის გვერდით ხშირად გამოჩენისა და სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-გან მიღებული მხარდაჭერის გამო, ვენესუელელი პილოტი სოციალისტური მთავრობის მომხრედ აღიქმება, მაგრამ ესპანეთის გრანპრის შედეგებმა ოპოზიციას შეაცვლევინა პილოტის მიმართ დამოკიდებულება.
რა თქმა უნდა, მალდონადოს თანამემამულეებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა კადრმა, როცა პილოტს ხელში აყვანილი გამოყავს ხანძრის სახიფათო ზონიდან თავისი 12 წლის ბიძაშვილი: ბიჭს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სწრაფად გადაადგილება არ შეეძლო.
ორშაბათს, ოპოზიციურ გაზეთში - El Universal-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ჩვენი სულიერი ლიდერი". ეს არის სიტყვების აშკარა თამაში, რომელშიც გამოყენებულია პილოტის ესპანური სახელი. "მისმა გამარჯვებამ გააერთიანა მთელი ერი", - წერს გაზეთი.
ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ პასტორ მალდონადომ მილოცვა მიიღო ენრიკე კაპრილესისგან, რომელიც უგო ჩავესის მთავარი ოპონენტი იქნება 7 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
"დიადი მალდონადო! ჩემი მილოცვები პასტორს, მის მშობლიურ შტატ არაგუასა და მთელი ვენესუელას!" - დაწერა პოლიტიკოსმა "ტვიტერზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"