მიხაელ შუმახერს შემცვლელი უპოვნეს?

AutoSharing Option
გერმანულმა საჯინიბომ "მერსედესმა" დაადასტურა "ფორს ინდიას" შოტლანდიელი პილოტის - პოლ დი რესტას მიმართ ინტერესი.

"რა თქმა უნდა, დი რესტა იმყოფება ჩვენი თვალთახედვის არეში, - აღნიშნა "მერსედესის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ ფრაიმ. - ის ფანტასტიკურ სამუშაოს ატარებს და ბრწყინვალე გუნდური მოთამაშეა.

და თუ მიხაელ შუმახერი ამ სეზონის შემდეგ რბოლიდან წასვლას გადაწყვეტს, მაშინ შოტლანდიელი მისი ადგილის დაკავების მთავარი პრეტენდენტი გახდება. მაგრამ სანამ შუმი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მართლაც აღფრთოვანებულნი ვართ იმით, როგორ ასრულებს პოლი თავის სამუშაოს".

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული