მონაკოში გულის გადასაყოლებლად

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის დასავიწყებლად მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები კვირას მონაკოს გრანპრის დაესწრებიან, - ამის შესახებ გამოაცხადა რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა.

"კვირას ერთად დავესწრებით მონაკოს რბოლას. ეს ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას მისცემს", - ამბობს ვეტერანი მწვრთნელი.

მონაკოს ეწვევიან "ჩელსის" წარმომადგენლებიც, ოღონდ სხვა განწყობითა და "ზაუბერის" ოფიციალური პარტნიორის სტატუსით.

* * *
ამასობაში ქალაქ მონცას პროკურატურა ლეგენდარული ავტოდრომის ხელმძღვანელთა მიმართ წაყენებულ ბრალდებებს იძიებს. მონცას ტრასის შეფები ფინანსურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილნი.

გუშინ ფინანსური უსაფრთხოების სამსახურმა გაჩხრიკა ავტოდრომზე მდებარე ოფისები, აგრეთვე, წამყვანი თანმშრომლების (მათ
შორისაა ტრასის დირექტორი ენრიკო ფერარი) სახლებს ესტუმრა. გამოძიება ეხება 2007-12 წლების პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული