"ფერარის" სებასტიან ფეტელი გაუფორმებია!

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ "რედ ბულის" პილოტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი 2014 წლის სეზონიდან "ფერარის" წევრი გახდება. გერმანელმა უკვე მოაწერა ხელი "სკუდერიასთან" წინასწარ ხელშეკრულებას.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები წერენ, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ოფიციალური, თუ "ფერარი" 2012 წელს სტაბილურად მაღალ შედეგებს აჩვენებს, რადგან სებასტიანს კონკურენტუნარიან გუნდში სურს გადასვლა.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ 2013 წელს "ფერარიში" ბრაზილიელი ფელიპე მასას ადგილს ავსტრალიელი მარკ უებერი დაიკავებს.

მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება - იქამდე, სანამ მოქმედებაში არ შევა ფეტელის კონტრაქტი. ასე რომ, "რედ
ბულმა", შესაძლოა, ორ წელიწადში დაკარგოს თავისი ორივე საპრიზო პილოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული