სებასტიან ფეტელმა "ფერარი" უარყო

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა წინასწარი კონტრაქტი გააფორმა "ფერარისთან", რომლის მიხედვითაც, ის 2014 წლიდან შეუერთდება იტალიურ საჯინიბოს.

მონაკოს გრანპრის შემდეგ გერმანელ პილოტს კომენტარი სთხოვეს ავსტრიელმა ჟურნალისტებმა. ფეტელმა უარყო "სკუდერიასთან" წინასწარი გარიგება.

"როგორც ჩანს, ჟურნალისტებს გაზეთის გვერდში ცარიელი ადგილის შევსება სურდათ, მაგრამ მე არანაირი კონტრაქტისთვის ხელი არ მომიწერია", - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.

* * *
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკის გრანპრი 2015 წელს დაბრუნდება ფორმულა 1-ის კალენდარში. მართალია,
ამ ამბავს ჯერ არ ახმაურებენ, მაგრამ იგეგმება ქალაქ ქეიფთაუნის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ტრასის მოწყობა.

როგორც იცით, უფრო ადრე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ახალი შეთანხმების ხელშეკრულება ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს რბოლების რაოდენობის გაზრდის საშუალებას მისცემს. ამ სეზონის კალენდრის მიხედვით, 2012 წელს 20 ეტაპის ჩატარებაა დაგეგმილი.

* * *
გასულ უქმეებზე გაიმართა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რბოლა - "ინდიანაპოლისი 500", რომელიც შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ მოიგო.

პრიზის გარეშე არ დარჩენილა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რუბენს ბარიკელო - ის გახდა ამ ლეგენდარული რბოლის "საუკეთესო დებიუტანტი". ბრაზილიელმა საკმაოდ წარმატებული რბოლა ჩაატარა და ფინიშზე მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.

"შესანიშნავი მიღწევაა. ეს ჩემთვის ოვალურ ტრასაზე გამოსვლის პირველი გამოცდილება იყო. რბოლა ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც აქამდე გამიკეთებია. ამაყი ვარ იმით, რასაც ჩემმა გუნდმა მიაღწია.

სამწუხაროა, რომ პირველ ათეულში ვერ მოვხვდი, მაგრამ შემიძლია ჩემს აქტივში ჩავწერო ეს გამოსვლა იმის გათვალისწინებით, რომ დებიუტანტი ვიყავი", - ამბობს ბარიკელო ESPN-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული