ტამარა ექლსტოუნი: ქორწილში არ წავალ!

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის, ბერნი ექლსტოუნის ერთ-ერთი ქალიშვილი - ტამარა ექლსტოუნი აცხადებს, რომ არ აპირებს მამამისისა და ბრაზილიელი მოდელის, ფაბიანა ფლოზის ქორწილზე დასწრებას.

80 წლის ბერნის შეყვარებული თავის მომავალ მეუღლეზე 46 წლით უმცროსია.

ჟურნალ Heat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 27 წლის ტამარამ განაცხადა, რომ ასე დედამისისადმი პატივისცემის ნიშნად იქცევა, რომელსაც ბერნი რამდენიმე წლის წინ გაშორდა, თუმცა ყოფილ მეუღლესა და თავის ორ ქალიშვილს ქონების ნახევარი გადასცა.

"მე არ მივალ მამის ქორწილში. ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს დედაჩემთან და ოდნავ გაოცებული ვარ, რომ მამამ კიდევ
ერთხელ გადაწყვიტა დაქორწინება. იმედია, ის ბედნიერი იქნება.

არ მგონია, დამპატიჟოს. თან, ეს არ იქნება პომპეზური ცერემონია, მოკრძალებული ქორწილი შედგება, მაგრამ მე არ წავალ.

მომწონს თუ არა ფაბიანა? მე მას არ ვიცნობ და ის ვერ გახდება ბოროტი დედინაცვალი, რადგან უკვე 25 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ", - ამბობს ტამარა ექლსტოუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული