სატრანსფერო ბაზარი იხსნება

AutoSharing Option
დადგა ზაფხული და წინ გველის არა მარტო დაძაბული ბრძოლები ტრასებზე, არამედ საინტერესო გადაადგილებები პილოტთა ბაზარზე.

წელს ბევრ ძლიერ მრბოლელს უმთავრდება კონტრაქტი და ეს სერიოზულად გაააქტიურებს სიტუაციას ბაზარზე, რადგან გაჩნდება ვაკანსიები ტოპ-გუნდებში.

ბრიტანულმა Autosport-მა მომავალი სატრანსფერო ბაზრის ექვსი მნიშვნელოვანი პიროვნება გამოარჩია...

მარკ უებერი
ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ მარკს აქვს წინასწარი შეთანხმება "ფერარისთან", მაგრამ პილოტის წარმომადგენლები ამას უარყოფენ. წლის ბოლოს ავსტრალიელი თავისუფალი აგენტი გახდება და "რედ ბულმა", შესაძლოა, გაზარდოს ჰონორარი პილოტის შესანარჩუნებლად.

მიხაელ შუმახერი
მიხაელის ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ ლაპარაკი იყო სამწლიან პროგრამაზე,
მაგრამ რთული წარმოსადგენია, მიხაელმა წასვლა გადაწყვიტოს ისე, რომ ერთხელაც ვერ მოიგოს გრანპრი, ხოლო თუ მოიგებს, "მერსედესში" აღარ მოინდომებენ მის გაშვებას.

ლუის ჰემილტონი
ხუთწლიანი კონტრაქტი, რომელიც ლუისის სენსაციური სადებიუტო სეზონის მსვლელობისას გაფორმდა, დასასრულს მიუახლოვდა. ბრიტანელით ბევრი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის "მერსედესი". ჰემილტონის მენეჯერები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს რამდენიმე გუნდთან.

პოლ დი რესტა
პოლს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს "ფორს ინდიასთან", მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გუნდი მას გაუშვებს, თუ ლაპარაკი იქნება "მაკლარენთან" ან "მერსედესთან" კონტრაქტზე. დი რესტამ თავისი ოსტატობა უკვე დაამტკიცა და მზად არის კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფელიპე მასა
მონაკოში წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, ბევრი დარწმუნებულია, რომ ფელიპე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს მარანელოს. მისი კონტრაქტი "ფერარისთან" წლის ბოლოს იწურება და ხელშეკრულების გაგრძელების შანსი ბრაზილიელს თითქმის არ აქვს.

ნიკო ჰიულკენბერგი
ისევე როგორც დი რესტას, ნიკოსაც მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს, მაგრამ ამ ხელშეკრულების დაბალი ფასის გამო, გერმანელი შეიძლება ბევრისთვის იყოს საინტერესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული