"რედ ბულმა" მანქანა უნდა გადააკეთოს

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ "რედ ბულს" კანადის გრანპრიმდე ბოლიდის ძირის შეცვლა მოსთხოვა.

მონაკოში წინა ეტაპის დროს სპეციალისტებმა ფეტელისა და უებერის მანქანების ქვედა ნაწილში, წინა საბურავების წინ, აღმოაჩინეს ნახვრეტები, რომლებიც საჭირო მიმართულებას აძლევს ჰაერის ნაკადს იმისთვის, რათა გაზრდილიყო მანქანის მოჭიდების ძალა.

"ფერარიმ", "მაკლარენმა" და "მერსედესმა" პროტესტის შეტანა გადაწყვიტეს, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს იმის გამო, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინათ უებერის გამარჯვება და არ შეელახათ მონაკოს რბოლის იმიჯი.

თუმცა მაინც მიმართეს ფედერაციას იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს შეესწავლა მსგავსი კონსტრუქციის ლეგალურობა. დაწვრილებითი გამოკვლევის შემდეგ ფედერაციამ
"რედ ბულს" აუკრძალა ამ კონსტრუქციის გამოყენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული