კიმი რაიკონენი "ლოტუსს" დაუპირისპირდა?

AutoSharing Option
ტელეარხი Sky Sports-ის ტექნიკური ექსპერტის, მარკ ჰიუზის ინფორმაციით, "ლოტუსსა" და მის პილოტ კიმი რაიკონენს შორის კონფლიქტი წარმოიშვა ბოლიდ E20-ის საჭის მართვის კონსტრუქციის გამო.

იტყობინებიან, რომ მონაკოს გრანპრისთვის გუნდმა ფინელი პილოტის სურვილების გათვალისწინებით საჭის ახალი კონსტრუქცია მოამზადა, მაგრამ ხუთშაბათს, პირველი თავისუფალი პრაქტიკის პირველივე წრის შემდეგ, კიმი სიახლით უკმაყოფილო დარჩა და გუნდს ძველი ვერსიის დაყენება მოსთხოვა. "ლოტუსმა" შესთავაზა რაიკონენს, ვარჯიში არსებული ვერსიით ჩაემთავრებინა, მაგრამ მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა უარი განაცხადა.

მოგვიანებით "ლოტუსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უარს არ იტყვიან კიმის მოთხოვნით ახალი კონსტრუქციის შექმნაზე,
მაგრამ გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოცდილმა პილოტმა ისეთ ტექნიკურ ტრასაზე, როგორიცაა მონაკო, უნდა შეძლოს პრობლემის კომპენსირება თავისი ოსტატობის ხარჯზე და მოერგოს იმ ტექნიკას, რომელიც იმ მომენტში მის ხელთ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული