ფერნანდო ალონსომ ზურგზე სამურაი ამოისვირინგა

AutoSharing Option
ორიოდე თვის წინ "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ ზურგზე ტატუ გაიკეთა. ალონსო საკუთარ სვირინგს უცხო თვალისგან დიდხანს მალავდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, თავისი სამურაით იამაყოს და ფოტო საკუთარ "ტვიტერში" განათავსა.

ეს ნაბიჯი ალონსომ სარკაზმით ახსნა - ამით პაპარაცებს ამ სილამაზის პირველად დაფიქსირების საშუალება წავართვიო.

შემდეგ კი ტატუს შინაარსი გაამხილა: "სამურაის ძალა არამხოლოდ მის კუნთებშია. ინტელექტისა და ნებისყოფის წყალობით, მას სრულყოფისთვის ბრძოლისთვის საკმაო ენერგია გააჩნია".

ფერნანდო იმედოვნებს, რომ ეს თვისებები მას ფორმულა-1-ის ჩემპიონატის კვლავ მოგებაში დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული