ბარსელონაში ფორმულა 1-ის რბოლები 2013, 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდება, ვალენსიაში - 2014, 2016 და 2018 წლებში.
* * *
საფრანგეთის ახალი მთავრობა დარწმუნებული არ არის იმაში, რომ ღირს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში საფრანგეთის გრანპრის დაბრუნება.
თუ წინა მთავრობა ნიკოლა სარკოზის ხელმძღვანელობით მთლიანად უჭერდა მხარს
ჩინოვნიკებს სურთ გადაამოწმონ ფინანსური გათვლები და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ავტოდრომის ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან მიღწეული შეთანხმების დეტალებზე.
უახლოეს დღეებში საფრანგეთის სპორტის სამინისტროს დელეგაცია პოლ რიკარის სახელობის ავტოდრომს ეწვევა მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს საფრანგეთისა და ბელგიის ეტაპების მონაცვლეობით ჩატარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"