შაბათს კვალიფიკაცია დამაჯერებლად მოიგო სებასტიან ფეტელმა და გუშინ მან შეძლო სტარტზე უპირატესობის შენარჩუნება, ისევე, როგორც ეს გააკეთა გერმანელის უკან მდგომმა ხუთმა პილოტმა. უფრო უკან კი დი რესტამ გროსჟანს გაასწრო.
მეორე წრეზე მასამ უკან ჩამოიტოვა როსბერგი, შემდეგ კი ნიკოს დი რესტამაც გაუსწრო. ფეტელმა მეტოქეები 1.4 წამით ჩამოიტოვა და თავიდან აიცილა DRS-ის გამოყენებით
მეხუთე წრისთვის პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ფეტელი-ჰემილტონი-ალონსო-უებერი-დი რესტა-როსბერგი-გროსჟანი-შუმახერი-ბატონი. მალე მასას მანქანა მოუცურდა და ბრაზილიელი მე-12 პოზიციამდე დაეშვა.
მე-13 წრიდან დაიწყო პიტ-სტოპების სერია. როცა ჰემილტონი შესატევ მანძილზე მიუახლოვდა ფეტელს, ამ უკანასკნელმა პიტლეინზე შეუხვია. ჰემილტონმა და უებერმა ეს მომდევნო წრეზე გააკეთეს და ბრიტანელმა ფეტელის წინ დაიკავა ადგილი.
ალონსო ახალი ლიდერი გახდა, ტემპი მაქსიმალურად გაზარდა და ამის შემდეგ წავიდა პირველ პიტ-სტოპზე, რის შემდეგაც ტრასაზე ლიდერის რანგში დაბრუნდა. თუმცა ესპანელს პირველი ადგილი დიდი ხანი არ ჰქონია, რადგან მე-20 წრეზე ლუისმა მისი უკან ჩამოტოვება შეძლო.
კვლავ ვერ შეძლო ეტაპის დასრულება შუმახერმა - 44-ე წრეზე გერმანელმა მეორე პიტ-სტოპი შეასრულა. მექანიკოსებმა უკანა ანტიფრთის მართვის ელემენტის შეკეთება სცადეს, მაგრამ წარუმატებლად - მომდევნო წრეზე მიხაელმა ბოქსებში გააჩერა მანქანა.
50-ე წრეზე ჰემილტონმა მეორე პიტ-სტოპი შეასრულა. ლუისმა მაქსიმალურად მოუმატა ტემპს და ლიდერების - ალონსოსა და ფეტელის დაწევა სცადა. ამ დუეტმა მთელი დისტანციის ერთი პიტ-სტოპით გავლა სცადა. ჰემილტონი მალე წამოეწია მათ.
რბოლის ბედი ბოლო წრეებზე გადაწყდა. 62-ეზე ჰემილტონმა გაუსწრო ფეტელს, რომელიც ორი წრის შემდეგ იძულებით პიტსტოპზე შევიდა - საბურავმა ვერ გაუძლო. 65-ეზე ბრიტანელმა ალონსოსაც გაუსწრო.
ფერნანდომ გაცვეთილი საბურავებით ტემპი ვერ შეინარჩუნა და 66-ე წრეზე მეორე ადგილი დაუთმო გროსჟანს, მაგრამ ამით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის პრობლემები არ დასრულებულა.
ალონსოს გაუსწრო პერესმა და რაც მთავარია, ფეტელმა, რომელმაც 7 წრეში ამოქაჩა ის ჩამორჩენა, რომელიც მეორე პიტ-სტოპზე შესვლის შემდეგ წარმოიშვა.
ჰემილტონი პირველი მივიდა ფინიშთან, რითაც მოიგო კარიერაში მე-18 და სეზონში პირველი ეტაპი. როგორც ვთქვით, ლუისი პირველი შვიდი რბოლის მეშვიდე გამარჯვებულია, თან ის სათავეში ჩაუდგა გენერალურ კლასიფიკაციას.
მეორე ადგილზე გასულმა რომენ გროსჟანმა კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია, სერხიო პერესი კი ამ სეზონში უკვე მეორედ ავიდა პოდიუმზე.
კანადის გრანპრი. VII ეტაპი
მონრეალი (70 წრე, 305.270 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:32.29,586 (2)
2(7). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) + 2,513 (1)
3(15). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +5,260 (1)
4(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +7,295 (2)
5(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +13,411 (1)
6(5). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +13,842 (2)
7(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +15,085 (2)
8(12). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +15,567 (1)
9(11). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +24,432 (1)
10(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +25,272 (2)
11(8). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +37.693 (2)
12(13). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +46,236 (2)
13(17). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +47,052 (1)
14(14). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.04,475 (2)
15(20). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (3)
16(10). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (3)
17(16). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე (1)
18(18). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (2)
19(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (2)
20(23). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (1)
21(22). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 13 წრე
22(9). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 36 წრე
23(21). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 45 წრე
24(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 47 წრე
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 88 (1 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 86 (1); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 85 (1); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 79 (1); 5. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 67 (1); 6. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 55; 7. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 53; 8. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 45 (1); 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 37; 10. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 21; 12. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 21; 13. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 15; 14. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 11; 15. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 7; 16. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 17. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2; 18. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 2.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 164; 2. მაკლარენი - 133; 3. ლოტუსი - 108; 4. ფერარი - 97; 5. მერსედესი - 69; 6. ზაუბერი - 58; 7. უილიამსი - 44; 8. ფორს ინდია - 28; 9. ტორო როსო - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"