ფორმულა 1-ის პრომოუტერების ჩანაფიქრით, ნიუ ჯერსიში სამეფო რბოლების ეტაპი 2013 წელს, ივნისში უნდა გაიმართოს. ეს იქნება ქუჩის ტრასა, რომლის სიგრძე დაახლოებით ხუთი კილომეტრია.
შესაბამისი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ჯერ კიდევ 2011 წელს ნიუ ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ გამოაცხადა, რომ სამეფო რბოლების ხელმძღვანელობასთან გრანპრის ჩატარების თაობაზე 10-წლიანი კონტრაქტი დაიდო. ტრასა ნიუ იორკის დასავლეთით, მდინარე ჰუძონის გასწვრივ გაივლის.
ამერიკაში აქტიურად მიმდინარეობს ფორმულა 1-ის პოპულარიზაცია.
ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმულა 1-ის გრანპრი 2007 წელს ინდიანაპოლისის ავტოდრომზე გაიმართა. მაშინ ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა დაამხო მიხაელ შუმახერის ოთხწლიანი დომინირება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"