სტეფანო დომენიკალის სამი ფავორიტი

AutoSharing Option
უკვე არაერთხელ ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ სეზონში პირველი შვიდი რბოლა შვიდმა სხვადასხვა პილოტმა მოიგო და გენერალურ კლასიფიკაციაში ხუთ საუკეთესო პილოტს შორის სხვაობა მხოლოდ 21 ქულას შეადგენს - იმაზე ნაკლებს, ვიდრე ავტომრბოლელს რბოლის მოგებისთვის ენიჭება.

თუმცა "ფერარის" შეფი სტეფანო დომენიკალი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ტიტულისთვის ბრძოლას ნაცნობი და ტრადიციული პილოტები შემორჩებიან.

"ვფიქრობ, ტიტულის ბედი ფერნანდო ალონსოს, ლუის ჰემილტონსა და სებასტიან ფეტელს შორის ბრძოლაში გადაწყდება. თუმცა ის მოლოდინი, რომელიც რბოლის წინ გვაქვს ხოლმე, ხშირად არ მართლდება.

შესაძლოა, ვალენსიაში სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ მგონია,
რომ საბოლოო გამარჯვებისთვის სამი მრბოლელი გამოაცხადებს პრეტენზიას.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია - ჰემილტონი ლიდერობს, მაგრამ ფერნანდო მას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

და მე მოხარული ვარ, რომ სეზონის ამ ფაზაში ჩვენ კონკურენტუნარიანი მანქანა გვყავს. მთავარია, მუშაობა გავაგრძელოთ. სანამ ბოლიდი პოულიდან სტარტის საშუალებას არ მოგვცემს, კმაყოფილნი ვერ ვიქნებით",
- ამბობს დომენიკალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული