ორქულიან მიხაელ შუმახერს სასწაულის ისევ სჯერა

AutoSharing Option
დომენიკალის მიერ შედგენილ სიაში, რა თქმა უნდა, ვერ მოხვდებოდა მიხაელ შუმახერი, რომელმაც სეზონის პირველ შვიდ რბოლაში მხოლოდ ორი ქულა დააგროვა.

ლეგენდარულმა გერმანელმა ოთხჯერ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა ტექნიკური პრობლემების გამო. თუმცა, თავად მიხაელის აღიარებით, მას კვლავაც სჯერა "მერსედესის" შესაძლებლობების.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფორმულა 1 - ეს არის უნიკალური მანქანების რბოლები და ასობით ტექნიკური კომპონენტი სწორედ ამისთვის არის მოფიქრებული. შესანიშნავად მესმის, რომ დროდადრო რაღაც შეიძლება არ გამოგვივიდეს.

რა თქმა უნდა, მონრეალის ტრასიდან გავარდნით იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ არ
ვკარგავ სიმშვიდესა და გუნდის მიმართ ნდობას. ეჭვი არ მეპარება, რომ "მერსედესთან" ერთად რაღაც განსაკუთრებულს მივაღწევ. ვინმეს დადანაშაულების არანაირი მიზეზი არ არსებობს.

ჩვენ არ გაგვიმართლა და ეს ავტოსპორტის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, გუნდის წევრები ჩემზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. რბოლიდან გამოვარდნის შემდეგ მაშინვე ჩემს ინჟინრებთან მივედი იმის განსახილველად, რა დაგვჭირდება მომავალ რბოლაში.

შესაძლოა, ჩემი გავარდნიდან მიღებული უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ საცობების გარეშე მივედი აეროპორტამდე. შინ მაქსიმალურად ადრე დაბრუნებას ვგეგმავდი. ამიტომაც ტრასა რბოლის დასრულებამდე დავტოვე", - განაცხადა შუმახერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული