ლეგენდარულმა გერმანელმა ოთხჯერ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა ტექნიკური პრობლემების გამო. თუმცა, თავად მიხაელის აღიარებით, მას კვლავაც სჯერა "მერსედესის" შესაძლებლობების.
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფორმულა 1 - ეს არის უნიკალური მანქანების რბოლები და ასობით ტექნიკური კომპონენტი სწორედ ამისთვის არის მოფიქრებული. შესანიშნავად მესმის, რომ დროდადრო რაღაც შეიძლება არ გამოგვივიდეს.
რა თქმა უნდა, მონრეალის ტრასიდან გავარდნით იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ არ
ჩვენ არ გაგვიმართლა და ეს ავტოსპორტის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, გუნდის წევრები ჩემზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. რბოლიდან გამოვარდნის შემდეგ მაშინვე ჩემს ინჟინრებთან მივედი იმის განსახილველად, რა დაგვჭირდება მომავალ რბოლაში.
შესაძლოა, ჩემი გავარდნიდან მიღებული უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ საცობების გარეშე მივედი აეროპორტამდე. შინ მაქსიმალურად ადრე დაბრუნებას ვგეგმავდი. ამიტომაც ტრასა რბოლის დასრულებამდე დავტოვე", - განაცხადა შუმახერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"