ჯენსონ ბატონი ჩემპიონობაზე არ ფიქრობს, მაგრამ არც ნებდება

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდი ეტაპის შემდეგ "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი მერვე ადგილს იკავებს გენერალურ კლასიფიკაციაში.

ბრიტანელი თავის თანაგუნდელსა და თანამემამულეს, პირველ ადგილზე მყოფ ლუის ჰემილტონს 43 ქულით ჩამორჩება. ბოლო ორ რბოლაში მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა ვერცერთი ქულა ვერ დააგროვა, მაგრამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმას არ აპირებს.

"ჩემპიონატი ჩემთვის დამთავრებულია? არ ვიცი. ვფიქრობ, შევძლებ რამდენიმე კარგი რბოლის ჩატარებას, მაგრამ ამისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარებაა საჭირო.

არ მგონია, რომ ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ სამი პილოტი შემორჩა. პირად ჩათვლაში ჩემზე წინ შვიდი პილოტია და
ისინი შესანიშნავად გამოდიან. ასე რომ, სიტუაცია დაძაბულია. მე დანებებას არ ვაპირებ, თუმცა არ ვფიქრობ საკუთარ მდგომარეობაზე საერთო ჩათვლაში.

როცა ისეთ რბოლას ატარებ, როგორიც კანადაში მქონდა, ყველაზე ნაკლებად ფიქრობ ტიტულისთვის ბრძოლაზე. ასეთ დროს მხოლოდ იმაზე ზრუნავ, რომ როგორმე მიმდინარე სირთულეები მოაგვარო და ფორმა დაიბრუნო. მხოლოდ ასე თუ მიიღებ გამარჯვების შანსს", - ამბობს ბატონი.

* * *
"ფერარის" პრეზიდენტს ლუკა დე მონტეძემოლოს "ევროპის წლის მენეჯერის" ტიტული მიენიჭა. ეს პრიზი ევროპის ბიზნეს-პრესის ფედერაციის მიერ არის დაწესებული.

ეს პრემია 1991 წელს დაარსდა და მისი ყოველწლიური მფლობელი ფედერაციაში შემავალი გამოცემების რედაქტორებს შორის გამოკითხვის შედეგად ვლინდება. ფედერაციის წევრია 27 ქვეყნის 48 წამყვანი გაზეთი და ჟურნალი.

2012 წელს დი მონტეძემოლომ ეს ტიტული დაისაკუთრა იმ სამუშაოს გამო, რომელიც მან "ფერარის" პრეზიდენტის პოსტზე 20 წლის განმავლობაში ჩაატარა. ასევე დააფასეს მისი სამეწარმეო მოღვაწეობა NTV-ის პრეზიდენტის პოსტზე - ეს არის იტალიაში მატარებლების პირველი კერძო ოპერატორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული