როგორც გახსოვთ, ფინიშამდე ორი წრით ადრე, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს შეეჯახნენ "მაკლარენისა" და "უილიამსის" პილოტები - ლუის ჰემილტონი და პასტორ მალდონადო.
ინციდენტის შედეგად, ჰემილტონმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, ვენესუელელი პილოტი კი მეათე ადგილზე გავიდა.
ეპიზოდის განხილვის შემდეგ სტიუარდები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ავარიაში დამნაშავე მალდონადო იყო. ის 20-წამიანი ჯარიმით დასაჯეს, რითაც "უილიამსის" პილოტი მე-12 ადგილამდე ჩამოქვეითდა და მეათე პოზიციაზე გასვლისთვის მიღებული ერთი ქულა ჩამოერთვა.
ამ
* * *
პოდიუმიდან ჩამოქვეითება ემუქრებოდა მესამე ადგილზე გასულ მიხაელ შუმახერს. "მერსედესის" გერმანელმა ვეტერანმა ყვითელი დროშების გამოფენის დროს გამოიყენა DRS-ის სისტემა.
თუმცა სტიუარდებმა ტელემეტრიისა და ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს, არ გამოეყენებინათ სანქციები მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის წინააღმდეგ.
ასე რომ, შუმახერმა შეინარჩუნა ევროპის გრანპრიზე მესამე ადგილი. შეგახსენებთ, რომ შუმი 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხვდა პოდიუმზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"