ვალენსიაში გასწრება ისწავლეს

AutoSharing Option
ვალენსიის ტრასამ, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ტრეკის სახელი ჰქონდა, გასულ კვირას გაახარა ავტოსპორტის მოყვარულები შთამბეჭდავი ბრძოლით.

თუ ამ ქალაქში ჩატარებული ბოლო ოთხი ეტაპის დროს მაყურებელმა ჯამში 47 გასწრება იხილა, 2012 წელს პილოტებმა ერთმანეთს 58-ჯერ გაუსწრეს. წელს ევროპის გრანპრი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ჩინეთის რბოლის შემდეგ, რომელშიც 72 გასწრება შესრულდა.

ყველაზე მეტი გასწრება ლუის ჰემილტონისა და მარკ უებერის ანგარიშზეა - ექვს-ექვსი წარმატებული შეტევა. ეტაპის გამარჯვებულმა ფერნანდო ალონსომ ხუთი გასწრება შეასრულა.

ამდენივე ჰქონდა მიხაელ შუმახერს. კვირას ყველაზე მეტად "მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი
დაიჩაგრა - ის რვაჯერ ჩამოიტოვეს უკან. მეორე ადგილზე იყო ამ მაჩვენებლით HRT-ის პილოტი პედრო დე ლა როსა, რომელსაც კონკურენტებმა ექვსჯერ გაუსწრეს.

ავსტრალია 30
მალაიზია 40
ჩინეთი 72
ბაჰრეინი 43
ესპანეთი 38
მონაკო 9
კანადა 35
ევროპა 58

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საოცარი სეზონია გუნდებმა ჩამორჩენა შეამცირეს და ყველაფერი ამის დამსახურებაა
avtuko
21:50 29-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული