ასეთი რბოლის გამართვის იდეა უკვე მრავალი წელია განიხილება და "სანტანდერმა" ბერნი ექსლტოუნისა და ბრიტანეთის დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით ეს პროექტი, შესაძლოა, რეალურად აქციოს.
"სანტანდერისა" და "მაკლარენის" მიერ მოწყობილ აქციას ბრიტანული საჯინიბოს პილოტები ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონიც ესწრებოდნენ, მაგრამ პროექტის დეტალები საზოგადოებას ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა გააცნო.
"მრავალი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდი ლონდონში რბოლის ჩატარების იდეაზე, ერთი პერიოდი ახლოს ვიყავით კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ იმ მომენტში ამ იდეის განხორციელება ძალიან
რამდენიმე წლის წინ, Regent Street-ზე გაიმართა სადემონსტრაციო რბოლა და მან ნახევარი მილიონი მაყურებელი შეკრიბა, რადგან ლონდონში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებისადმი ინტერესი უდიდესი იყო, მათ შორის გუნდებისა და სპონსორების მხრიდან", - ამბობს ექლსტოუნი.
"სანტანდერმა" მიიწვია საუკეთესო არქიტექტორები ტრასის პროექტის შესაქმნელად. ნავარაუდებია ქუჩაში ღამის რბოლის ჩატარება. გვიანი დრო ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს მინიმუმამდე დაიყვანონ ლოჯისტიკის პრობლემები და ქალაქის ცენტრის გადაკეტვის აუცილებლობა.
საბოლოოდ, ყველა მოგებული დარჩება - მაცხოვრებლები დაცულნი იქნებიან ხმაურისგან სპეციალური ეკრანებით, გულშემატკივრები და ტელემაყურებლები კი იხილავენ საღამოს ლონდონის ფანტასტიკურად ლამაზ სურათსა და ამ ფონზე ფორმულა 1-ის პილოტების ბრძოლას.
ქუჩის ტრასას გაანათებენ 1200 სპეციალურად შექმნილი პროჟექტორებით, გუნდები და ჟურნალისტები კი უქმეების განმავლობაში იმუშავებენ დროებითი კონსტრუქციებისგან შექმნილ ბოქსებსა და პრეს-ცენტრში. ტრასის კონფიგურაცია საკმაოდ ჩქაროსნულია და ის ლონდონის ისტორიულ რაიონზე გადის, სადაც ყველა ტურისტული წერტილი საყოველთაოდ არის ცნობილი.
"მე სერიოზულად ვიყავი დაკავებული ამ პროექტით, ვეხმარებოდი ტრასის კონფიგურაციის შექმნაში - მე და ჯენსონმა ის სიმულატორზე დავამუშავეთ, ფანტასტიკური ტრასაა. რბოლა ლონდონში შეიძლება ყველაზე ეფექტური გახდეს ფორმულა 1-ის ისტორიაში", - განაცხადა ლუის ჰემილტონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"