"მარუსიას" ტესტ-პილოტმა ავარიის შედეგად თვალი დაკარგა

AutoSharing Option
რუსული საჯინიბოს, "მარუსიას" ტესტ-პილოტი მარია დე ვილიოტა, რომელიც აეროდინამიკური ტესტების დროს ავარიაში მოხვდა და სერიოზული ტრავმები მიიღო, გონზეა და დამატებით სამედიცინო შემოწმებას გადის.

რუსულმა გუნდმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ პილოტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"მას შემდეგ, რაც მარია საავადმყოფოში მიიყვანეს, ის საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებს. მისი ტრავმების ხასიათზე მხოლოდ გამოკვლევის შედეგების შემდეგ ვილაპარაკებთ. ამ მომენტისთვის მარია და მისი ოჯახი - მთავარი პრიორიტეტია ჩვენი გუნდისთვის", - წერია განცხადებაში.

4 ივლისს, გვიან გახდა ცნობილი მიღებული ტრავმებით გამოწვეული ერთი სავალალო შედეგის
შესახებ - მარია დე ვილიოტამ მარჯვენა თვალი დაკარგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Marussia-ს პილოტესა ბოლიდით სატვირთო ავტომობილს შეასკდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული