ჩოგბურთელები ფორმულა 1-ის პილოტებზე ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან

AutoSharing Option
მსოფლიოში ფიტნესის ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა მწვრთნელმა ნიკ ჰარისმა ფორმულა 1-ის მრბოლელებისა და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლების, კერძოდ, ჩოგბურთელების ფიზიკური ფორმა შეადარა.

ჰარისი, რომელიც ამჟამად უიმბლდონზე მოთამაშე ორ წამყვან ჩოგბურთელთან თანამშრომლობს, ამტკიცებს, რომ ჩოგბურთში დატვირთვები უფრო მეტია, თუნდაც იმიტომ, რომ იქ მოთამაშეებმა არ იციან, რამდენი ხანი გაგრძელდება მატჩი.

მაშ ასე, ვინ უფრო უკეთ არის მომზადებული ფიზიკურად - ფორმულა 1-ის პილოტი თუ ჩოგბურთელი?

ნიკ ჰარისი: "ძალიან რთული საკითხია. თუ მხოლოდ დაძაბულობაზე ვილაპარაკებთ, რომელშიც პილოტები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებიან, მაშინ გამოდის, რომ
ფორმულა 1-ში დატვირთვები უფრო მაღალია.

თქვენ ზიხართ მანქანაში, ტემპერატურა 50 გრადუსია, გაცვიათ კომბინეზონი და გახურავთ ჩაფხუტი.

მრავალგზის გადატვირთვის პირობებში გიწევთ გადაწყვეტილებების მიღება.

ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია და პილოტის ორგანიზმი დაუჯერებელ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესს იღებს. ასეთი რამ სპორტის არცერთ სხვა სახეობაში არ ხდება.

მაგრამ ჩოგბურთი, განსაკუთრებით მამაკაცების, მსოფლიოში ყველაზე რთულ სახეობად უნდა მივიჩნიოთ. მოდით, გავიხსენოთ ნოვაკ ჯოკოვიჩის გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ნახევარფინალში მას ხუთი საათი დასჭირდა ენდი მიურეის დასამარცხებლად, უკვე ორი დღის შემდეგ კი ექვსსაათიან ფინალურ მატჩში მოუგო რაფაელ ნადალს.

ეს არის 11 საათი ორ დღეში, როცა თამაში წყვეტილი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროს ენერგიის სწორად დახარჯვა ძალიან რთულია.

ამიტომაც ვამბობ, რომ ჩოგბურთელები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან..."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეიგი პილოტი თუ ასეთ დატვირთვებს უძლებს 2 საათის განმავლობაში ჩოგბურთის თამაშსს ვერ გაუძლებს :)
avtuko
21:36 06-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული