მარკ უებერი - კიდევ ერთი წელი "რედ ბულში"

AutoSharing Option
მარკ უებერი 2013 წელსაც გააგრძელებს გამოსვლას "რედ ბულში".

10 ივლისს ავსტრიულმა საჯინიბომ დაადასტურა კონტრაქტის გაგრძელება ავსტრალიელთან, რითაც წერტილი დაუსვა "ფერარიში" მის სავარაუდო ტრანსფერზე ჭორებს.

"რედ ბულში" 2007 წლიდან გამოვდივარ და აქედან მოყოლებული ცხრა გამარჯვება მოვიპოვე. დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები.

კარგად ვიცნობ ამ გუნდს. აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს: წლების განმავლობაში ერთად ვიზრდებოდით და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაა.

გუნდი დაუღალავად მუშაობს, რათა ყველა მიმართულებით მიაღწიოს წარმატებას და ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ
შეგვიძლია რბოლების მოგება. ძალიან კარგია, რომ ეს განცხადება სილვერსტოუნში მოგების შემდეგ გაკეთდა. მზად ვარ, გავაგრძელო ბრძოლა ყოველ რბოლაში და შემდეგ სეზონშიც", - განაცხადა მარკ უებერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული