ლუის ჰემილტონი და ოლიმპიური ჩირაღდანი

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტა.

ესტაფეტის დასკვნით ნაწილში 133 ბრიტანელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათგან პირველი აღმოჩნდა ფორმულა 1-ის პილოტი, "მაკლარენის" წევრი ლუის ჰემილტონი.

ბრიტანელმა ავტომრბოლელმა ქალაქ ლუტონში, სენტ ჯორჯის მოედნიდან აიღო სტარტი, რამდენიმე ასეული მეტრი გაირბინა და ჩირაღდანი ესტაფეტის შემდეგ მონაწილეს გადასცა.

"აქ ძალიან თბილად მიმიღეს, რამაც ჩემი მისია კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობა - ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან ასეთ შანსს ყველას არ აძლევენ.

ღმერთს ყოველდღე მადლობა უნდა გადავუხადო წარმატებისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებ
საც ის
მიგზავნის. ჩემს კარიერაში უკვე ბევრს მივაღწიე. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის შანსი - კიდევ ერთი ბრწყინვალე მიღწევაა",
- აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჰემილტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული