ნიკი ლაუდა: ალონსო მთავარი ფავორიტია

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა "დეილი მირორისთვის" მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ "მაკლარენი" დაადანაშაულა იმაში, რომ ამ გუნდის პილოტებს - ლუის ჰემილტონსა და ჯენსონ ბატონს პრობლემები ექმნებათ ბოლო ეტაპებზე. აგრეთვე, ტიტულისთვის ბრძოლაში ფერნანდო ალონსო ფავორიტად დაასახელა.

"ფერნანდო ალონსო - სერიოზული და ჭკვიანი მეტოქეა. მან იცის, როგორ იმოქმედოს. "ფერარიში" გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ შეუძლია, სტაბილურად გამოვიდეს და გუნდის პროგრესს შეუწყოს ხელი. "რედ ბულს" სწრაფი მანქანა ჰყავს, მაგრამ ალონსოს ყველაზე ძლიერ პილოტად მივიჩნევ ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით.

მსოფლიოს ორ ჩემპიონს - ჰემილტონსა და ბატონს
შეუძლიათ იმაზე მაღალი შედეგები აჩვენონ, ვიდრე ეს სილვერსტოუნში ვნახეთ, მაგრამ ორივეს მანქანასთან დაკავშირებული პრობლემები უშლის ხელს.

ახლა ალონსო ლიდერობს ჩემპიონატში და მის მეტოქეებს აღარ აქვთ შეცდომის დაშვების უფლება, თუ სურთ, ტიტულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნონ.

"მაკლარენის" პილოტები ძალიან ჩამორჩნენ. თეორიულად, შანსები კიდევ არის, მაგრამ მათ ისევ რომ დაიწყონ მოგება, ალონსო ფინიშზე მათთან ახლოს იქნება და დღევანდელი ჩამორჩენის გაბათილება ძალიან რთული გახდება", - ამბობს ლაუდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარკ ვებერიც ანგარიშ გასაწევი მეტოქეა მითუმეტეს რომ გუნდის მახარდაჭერის პირობა მიიღო ამ სეზონში :)
avtuko
23:29 16-07-2012
0

სიახლეები პოპულარული