ფერნანდო ალონსო - სპონსორებითაც ლიდერი

AutoSharing Option
გერმანული პრესის ცნობით, "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო არა მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტია ფორმულა 1-ში, არამედ ყველაზე მეტ შემოსავალს იღებს გარე სპონსორებისგან.

როგორც ირკვევა, გასულ წელს ესპანელმა დაახლოებით 8 მილიონი ევრო მიიღო თავისი პირადი სპონსორებისგან, რომელთა შორის არიან - Puma, Tag Heuer, Santander...

მეორე ადგილზეა "მერსედესის" პილოტი მიხაელ შუმახერი, რომლის სპონსორული შემოსავალი 5-6 მილიონ ევროს უდრის.

ამ მხრივ, შედარებით "ღარიბია" მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი - მას სპონსორები მხოლოდ 3-4 მილიონ ევროს უხდიან. იგივე მაჩვენებელი აქვს ბრიტანელ ჯენსონ ბატონს. რაც შეეხება
მეორე ბრიტანელის - ლუის ჰემილტონის სასპონსორო ჰონორარებს, ეს თანხა 5 მილიონ ევროს უტოლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული