"მაკლარენის" მსოფლიო რეკორდი

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ამ სეზონში "მაკლარენის" პილოტებმა არაერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება პიტ-სტოპების დროს ინჟინრების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობამ სერიოზულად იმუშავა ამ პრობლემაზე და ამან შედეგი გერმანიის გრანპრიზე გამოიღო.

"ჰოკენჰაიმრინგზე" ჯენსონ ბატონის ბოლიდზე ოთხი საბურავის შეცვლას ბრიტანული საჯინიბოს ინჟინრებმა მხოლოდ 2.31 წამი მოანდომეს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.

"დიახ, ადრე ჩვენ გვქონდა პრობლემები პიტ-სტოპებთან დაკავშირებით, მაგრამ ამჯერად ბიჭებმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს. ჩემი ყველაზე სწრაფი პიტ-სტოპი 2.31 წამს უტოლდება, რაც ახალი რეკორდია", - ამბობს ბატონი.

სხვათა შორის, სწორედ ამ პიტ-სტოპის წყალობით
გაუსწრო ჯენსონმა ბოქსებიდან სებასტიან ფეტელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული