"ჰუნგარორინგზე" ბოლო შვიდი რბოლიდან ხუთი "მაკლარენმა" მოიგო, მაგრამ ახლა ფავორიტებად ფერნანდო ალონსოსა და "რედ ბულის" პილოტებს - სებასტიან ფეტელსა და მარკ უებერს მიიჩნევენ.
თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთი კვირის წინ, "ჰოკენჰაიმრინგზე" ჯენსონ ბატონმა ბოლომდე იბრძოლა გამარჯვებისთვის. ასე რომ, "მაკლარენიც" ბრუნდება საჩემპიონო ბრძოლაში.
* * *
ოკეანის გაღმა, ლაგუნა-სეკას ტრასა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს.
საერთო ჩათვლის ლიდერი ხორხე ლორენსოა. შარშან აშშ-ის გრანპრი კეისი სტოუნერმა მოიგო, მაგრამ ავსტრალიელი
ფორმულა 1
უნგრეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - ბუდაპეშტი, უნგრეთი
წრის სიგრძე - 4 381 მ
საუკეთესო წრე - 1:19,071 (შუმახერი, 2004)
საერთო ჩათვლა
1. ალონსო (ფერარი) - 154 ქულა
2. უებერი (რედ ბული) - 120
3. ფეტელი (რედ ბული) - 110
4. რაიკონენი (ლოტუსი) - 98
5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 92
6. როსბერგი (მერსედესი) - 76
7. ბატონი (მაკლარენი) - 68
8. გროსჟანი (ლოტუსი) - 61
განრიგი
27 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
27 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
28 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
28 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
29 ივლისი, 16:00 - რბოლა
მოტოგრანპრი
აშშ-ის გრანპრი
ჩატარების ადგილი - ლაგუნა-სეკა, აშშ
წრის სიგრძე - 3 610 მ
საუკეთესო წრე - 1:21,376 (სტოუნერი, 2010)
საერთო ჩათვლა
1. ლორენსო (იამაჰა) - 185 ქულა
2. პედროსა (ჰონდა) - 166
3. სტოუნერი (ჰონდა) - 148
4. დოვიციოზო (ჰონდა) - 108
5. კრატჩლოუ (იამაჰა) - 95
6. როსი (დუკატი) - 82
7. ბრადლი (ჰონდა) - 75
8. ჰეიდენი (დუკატი) - 74
განრიგი
27 ივლისი, 21:10 - I პრაქტიკა
27 ივლისი, 01:10 - II პრაქტიკა
28 ივლისი, 21:10 - III პრაქტიკა
28 ივლისი, 00:55 - კვალიფიკაცია
29 ივლისი, 01:00 - რბოლა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"