კლასიფიკაციას სათავეში უდგას ფერნანდო ალონსო, რომელმაც მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა მიიღო იმისთვის, რომ "ესპანელმა 101 პროცენტით შეძლო მანქანის შესაძლებლობების რეალიზება".
მეორე ადგილზე 8.5 ქულით ლუის ჰემილტონი გავიდა. "გაძეტა დელო სპორტი" მიიჩნევს - "ჰემილტონს სამივე პოული მოგებაში რომ გარდაესახა, ეს სულ სხვა ჩემპიონატი იქნებოდა".
კიმი რაიკონენი მესამე ადგილზეა. იტალიელმა ჟურნალისტებმა ფინელის გამოსვლას "სეზონის მთავარი სიურპრიზი" უწოდეს.
თუ "ფერარის" ერთი პილოტი რეიტინგის პირველ ადგილზეა, ფელიპე მასა ცხრილის ბოლო პოზიციაზე
"25 ქულა ალონსოს 164 ქულის წინააღმდეგ. ფერნანდომ 11 რბოლიდან ყველაში გაუსწრო მასას. ბოლო რბოლებში თითქოს რაღაც პროგრესი შეინიშნებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბრაზილიელი გუნდში დატოვონ. როგორც ჩანს, ცვლილებების დრო მოვიდა".
პილოტების რეიტინგი "გაძეტა დელო სპორტის ვერსიით":
ფერნანდო ალონსო 10
ლუის ჰემილტონი 8.5
კიმი რაიკონენი 8
რომენ გროსჟანი 7
ნიკო როსბერგი 7
მარკ უებერი 7
სებასტიან ფეტელი 7
პოლ დი რესტა 6.5
პასტორ მალდონადო 6.5
ტიმო გლოკი 6
პედრო დე ლა როსა 6
კამუი კობაიაში 6
ჰეიკი კოვალაინენი 6
სერხიო პერესი 6
ვიტალი პეტროვი 6
შარლ პიკი 6
მიხაელ შუმახერი 6
ბრუნო სენა 5.5
ჯენსონ ბატონი 5
ჟან-ერიკ ვერნი 5
დანიელ რიკარდო 5
ნარაიან კართიკეიანი 5
ფელიპე მასა 4.5
* * *
ამასობაში ფორმულა 1-ში გამოცხადებულ ერთთვიან შესვენებას აქტიურად იყენებენ პილოტები. "გაძეტა დელო სპორტის" რეიტინგის ლიდერი ფერნანდო ალონსო კუნძულ მალიორკაზე იმყოფება თავის შეყვარებულთან, 22 წლის რუს მოდელ დაშა კაპუსტინასთან ერთად.
ესპანელისა და რუსის რომანი ივნისში დაიწყო. მანამდე კი ალონსო ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა მეუღლეს - ესპანელ პოპმომღერალს რაკელ დელ როსარიოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"