"მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სწრაფი ტემპებით მივიწევთ წინ. ყველაფერი ახალი ხელშეკრულებით გაფორმებისკენ მიდის", - განაცხადა "მაკლარენის" მენეჯმენტის განყოფილების დირექტორმა ჯონათან ნილმა.
"ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო ამ მომენტისთვის მზად არ ვარ ამ თემაზე კონკრეტულად სალაპარაკოდ. დაძაბულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებას მივაღწიოთ", - დაასრულა თავისი კომენტარი ნილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰემილტონის მოქმედი კონტრაქტი "მაკლარენთან" მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.
საფრანგეთში ფორმულას გააცოცხლებენ
როგორც ჩანს, სულ მალე "დიდი ცირკი" საფრანგეთში დაბრუნდება.
ავტორიტეტულმა
როგორც "ეკიპი" წერს, საფრანგეთის ახალმა მთავრობამ ავტოსპორტის ეროვნულ ფედერაციას დაავალა ქვეყანაში ფორმულა 1-ის დაბრუნება.
ამჟამად მიმდინარეობს ეტაპისთვის ტრასის არჩევა. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იქნება მანი-კურის ავტოდრომი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რბოლა "პოლ რიკარზე" გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ მანი-კურის ავტოდრომზე საფრანგეთის გრანპრი 1991-2008 წლებში იმართებოდა.
როსი "იამაჰაში" დაბრუნდა
იაპონურმა საჯინიბო "იამაჰამ" ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმება ლეგენდარულ იტალიელ ვალენტინო როსისთან. ამ უკანასკნელმა ბოლო ორი სეზონი "დუკატის" შემადგენლობაში გაატარა.
როსი უკვე გამოდიოდა "იამაჰას" რიგებში და მის შემადგენლობაში ოთხი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება. ვალენტინო პარტნიორობას გაუწევს წლევანდელი სეზონის ლიდერს, ესპანელ ხორხე ლორენსოს.
იტალიელის მრჩეველმა და "იამაჰას" ყოფილმა ხელმძღვანელმა დავიდე ბრივიომ გამოაცხადა, რომ როსის იაპონურ გუნდში დაბრუნება იმით არის განპირობებული, რომ კარიერის ამ ეტაპზე მას არ შეუძლია ელოდოს, როდის შეძლებს გამარჯვებაზე პრეტენზიის გამოცხადებას "დუკატი".
"როსიმ რთული გზა აირჩია: მან ბრძოლაში გამოიწვია ლორენსო - დღეისთვის საუკეთესო მრბოლელი, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მათ ერთნაირი მოტოციკლები ეყოლებათ. ვალენტინო საფრთხის ქვეშ აყენებს თავის რეპუტაციას, დიდ რისკზე მიდის. ამისთვის რკინის ნერვებია საჭირო.
მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე ლაპარაკობს, როსის ძველებურად მაღალი მოტივაცია აქვს. მას ისევ უნდა მოგება", - ამბობს ბრივიო "გაძეტა დელო სპორტთან" კომენტარში.
"მერსედესი" მიდის და რჩება
გერმანული პრესის ინფორმაციით, "მერსედესმა" შესაძლოა, 2014 წელს დატოვოს ფორმულა 1. ამ საჯინიბომ მაინც არ მოაწერა ხელი ფორმულა 1-ის პრომოუტერთან, ბერნი ექლსტოუნთან თანხმობის ახალ ხელშეკრულებას. ამიტომაც ორი წლის შემდეგ მხოლოდ "ნახევრად ოფიციალური" გუნდის გამოყვანა შეეძლება.
მაგრამ "მერსედესი" გააგრძელებს ფორმულა 1-ის გუნდებისთვის ძრავების მიწოდებას და უფრო ამ მიმართულებას მიაქცევს ყურადღებას. პარალელურად, "მერსედესის" "ნახევრად ოფიციალური" გუნდი AMG F1-ის სახელით გამოვა ჩემპიონატში.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ გუნდს კვლავინდებურად როს ბრაუნი უხელმძღვანელებს, მიხაელ შუმახერი კი შეინარჩუნებს საპრიზო პილოტის სტატუსს.
ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც "მერსედესს" ამ ნაბიჯისკენ უმიზნებს, ყოფილ ბანკირ გერჰარდ გრიბოვსკისა და ბერნი ექლსტოუნს შორის ატეხილ ფინანსურ სკანდალს უკავშირდება. მეორე მიზეზი ის არის, რომ გუნდმა მაინც ვერ მიაღწია წარმატებას ჩემპიონატში, მიუხედავად იმისა, რომ ნიკო როსბერგმა შანხაიში კარიერაში პირველი გრანპრი მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"