- ოლიმპიური თამაშების დროს გახმოვანდა ლონდონის ქუჩის გრანპრის ჩატარების იდეა. როგორ აფასებთ ამ შესაძლებლობას?
- ამაზე არ მიფიქრია. ახლა მე გასული თამაშებისგან მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფები. ოლიმპიადას თავიდან ბოლომდე ვუყურე - დაწყებული გახსნის ცერემონიიდან და დამთავრებული დახურვის შოუთი. მე მგონი, ამაზე უკეთ ორგანიზება შეუძლებელია.
- ახლა გულშემატკივრებს შეუძლიათ ისევ გადაერთონ ფორმულა 1
- ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა და მე არ შემიძლია მასზე გავლენის მოხდენა.
- როგორ იყენებენ გუნდები ბელგიის გრანპრიმდე დარჩენილ დროს?
- საჯინიბოებს არ აქვთ დიდი შესაძლებლობები, რადგან არსებობს კონტროლი იმაზე, რომ მათი ბაზები მართლაც დახურული იყოს.
- სეზონის დაწყების წინ თქვენ ამბობდით, რომ ფორმულა 1-ის ისტორიას კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ჩემპიონატი ელის. ხომ არ შეიცვალეთ აზრი მას შემდეგ, რაც ფერნანდო ალონსომ დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა?
- არა. ტოპ-გუნდების ძალები თითქმის თანაბარია და უნგრეთის რბოლამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
იმედია, "რედ ბული" და "მაკლარენი" გამოაჩენენ თავიანთ ნამდვილ პოტენციალს და ბრძოლა დაძაბული იქნება.
- ჩანს, რომ ფეტელი ისე კომფორტულად ვერ გრძნობს თავს, როგორც ეს გასულ წელს იყო...
- შარშანდელ ჩემპიონატში მის მანქანას გიგანტური უპირატესობა ჰქონდა. ახლა კი მას ყოველ რბოლაში ბრძოლა უწევს იმისთვის, რომ ლიდერს არ ჩამორჩეს.
ნერვული დაძაბულობა ძალიან დიდია და რთულ სიტუაციებში ყველაზე ეფექტურად ალონსო მოქმედებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"