გერჰარდ ბერგერი ახალგაზრდების ჩაგვრაზე

AutoSharing Option
კიდევ ერთ სახელგანთქმულ ავსტრიელს, გერჰარდ ბერგერს არ მოსწონს პილოტთა მომზადების დღევანდელი სისტემა.

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი სათავეში ჩაუდგა საფორმულე რბოლების კომისიას და ახლა უკმაყოფილოა ახალგაზრდული ჩემპიონატების იერარქიით.

"დღეს ძალიან ბევრი სხვადასხვა სერია არსებობს, რომლებიც უფრო ხელს უშლიან ახალგაზრდა პილოტებს, ვიდრე ეხმარებიან მათ.

ერთი თაობის საუკეთესო პილოტებს არ შეუძლიათ ერთმანეთის წინააღმდეგ შეჯიბრება, რადგან ერთი გამოდის ფორმულა 3-ში, მეორე - "ფორმულა რენოში", მესამე - "გრანპრი 2"-ის სერიაში.

ბევრი იმსახურებს ფორმულა 1-ში გამოსვლას, მაგრამ არ შეუძლია იქ მოხვედრა. მომზადების სისტემა აღარ მუშაობს.

თავდაპირველად,
უნდა გავარკვიოთ ფორმულა 3-ის საკითხი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სერია ყველაზე კარგად ამზადებს ახალგაზრდა პილოტებს. მე თავად გავიარე ეს სკოლა.

უნდა შევიმუშავოთ გონივრული წესები, რათა შევქმნათ მონაწილეთა სწორი და თანაბარი შემადგენლობა. შემდეგ უნდა შევამციროთ გუნდების დანახარჯები.

ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერ პილოტს უფრო გაუადვილდება ფორმულა 1-ში მოხვედრა"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული