"ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა, - თქვა 40 წლის ბრაზილიელმა Auto Motor und Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. - ფორმულა 1-ის რბოლების ყველა დეტალს ვადევნებ თვალს. ვუყურებ ყველაფერს, დაწყებული თავისუფალი პრაქტიკიდან.
ჩემი მეგობრების დახმარებით, დილის ხუთი საათიდან ვიღებ ინფორმაციას საბურავებსა და სარბოლო მახასიათებლებზე. ჩემს მეუღლეს ჰგონია, რომ საბოლოოდ შევიშალე.
ძალიან მტკივა გული, რომ იქ ყოფნა არ შემიძლია. არადა, ფორმულა 1 ძალიან
არასწორად არ გამიგოთ: კმაყოფილი ვარ ინდიკარში გამოსვლით და თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ. ვფიქრობ, პირველ რიგში, ამით "უილიამსი" დაზარალდა, რადგან შემეძლო ამ გუნდში ბრწყინვალე სეზონი ჩამეტარებინა. ბრიტანულ საჯინიბოს სარგებელს მოვუტანდი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"