სიჩქარის აბსოლუტური რეკორდი ნიუ იორკიდან ნიუ ჯერსიმდე [+VIDEO]

AutoSharing Option
ამ დღეებში ფორმულა 1-ის საუკეთესო გუნდი "რედ ბული" და მისი ყოფილი პილოტი, სახელგანთქმული ბრიტანელი დევიდ კულტჰარდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფებიან.

რამდენიმედღიანი პროგრამა ორშაბათს დაიწყო, როცა ნიუ იორკში საჩემპიონო ბოლიდის - RB7-ის ფოტოსესია გაიმართა თავისუფლების ქანდაკებისა და მანჰეტენის ცათამბჯენების ფონზე.

სხვათა შორის, იქ შეკრებილ მაყურებელს სიურპრიზი ელოდა - "რენოს" ძრავამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა.

ამის შემდეგ, "რედ ბული" ნიუ ჯერსიში გადავიდა, სადაც მომავალ წელს ფორმულა 1-ის ეტაპი გაიმართება. გადაადგილებისთვის საკმაოდ უცნაური ხერხი აირჩიეს: დევიდ კულტჰარდმა ფორმულა 1-ის ბოლიდით ლინკოლნის გვირაბის გავლით
მიაღწია ნიუ ჯერსიმდე, თანაც საათში 350 კილომეტრი სიჩქარე განავითარა (იხილეთ ვიდეო).

"რედ ბულის" წარმომადგელებს არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რომ დევიდმა სიჩქარის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა ნიუ იორკიდან ნიუ ჯერსიში მგზავრობის დროს და შესაბამისად, ამ შედეგის გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებას ელიან.

"რედ ბულის" ეს აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმულა 1-ის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ცნობილია, რომ მომავალ წლიდან ამერიკაში ორი გრანპრი გაიმართება - ერთს ტექსასის შტატის ქალაქი ოსტინი უმასპინძლებს, მეორეს კი ნიუ ჯერსი, სადაც ქუჩის რბოლა გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ ერთი ქალაქის ტრეცი კარგია და იმედია ლონდონიც შეუერთდება ამას
avtuko
17:30 18-08-2012
0
ოსტინში უკვე წელს 18 ნოემბერს ტარდება, ყურადღებიანო ჟურნალისტებო !!
zura
11:51 19-08-2012
0

სიახლეები პოპულარული