ყველაზე მეტი სებასტიან ფეტელმა დაკარგა

AutoSharing Option
ისევე, როგორც გასულ სეზონში, გუნდებმა საზაფხულო არდადეგებამდე წელსაც 11 გრანპრი ჩაატარეს - 2011 წელს არ გაიმართა ბაჰრეინის ეტაპი, წელს კი თურქეთის გრანპრი ამოიღეს კალენდრიდან. შესაბამისად, არსებობს სეზონის პირველი ნახევრის შედარების შესაძლებლობა.

ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია მექსიკელმა სერხიო პერესმა, რომელმაც 39 ქულით მეტი დააგროვა, ვიდრე 2011 წელს. ყველაზე დიდი დანაკარგი კი მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, გერმანელ სებასტიან ფეტელს აქვს - 11 ეტაპის შემდეგ მას 112 ქულით ნაკლები აქვს.

ჩემპიონატის მიმდინარე ლიდერის, ფერნანდო ალონსოს პროგრესი არც ისე დიდია - მხოლოდ 19 ქულა, მაგრამ
ესპანელმა უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე მისმა უახლოესმა კონკურენტებმა.

2012-2011 სხვაობა

1. ალონსო 164 145 +19
2. უებერი 124 149 -25
3. ფეტელი 122 234 -112
4. ჰემილტონი 117 146 -29
5. რაიკონენი 116 - -
6. როსბერგი 77 48 +29
7. ბატონი 76 134 -58
8. გროსჟანი 76 - -
9. პერესი 47 8 +39
10. კობაიაში 33 27 +6
11. მალდონადო 29 0 +29
12. შუმახერი 29 32 -3
13. დი რესტა 27 8 +19
14. მასა 25 70 -45
15. სენა 24 - -
16. ჰიულკენბერგი 19 - -
17. ვერნი 4 - -
18. რიკარდო 2 - -
19. კოვალაინენი 0 0 0
20. პეტროვი 0 32 -32
21. გლოკი 0 0 0
22. პიკი 0 - -
23. კართიკეიანი 0 0 0
24. დე ლა როსა 0 - -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული